ამერიკის შეერთებული შტატების ქართული დიასპორის მიმართვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქართული დიასპორის მიმართვა
საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,
ქვემოთ ხელისმომწერი ქართული დიასპორის წევრები და საქართველოს მოქალაქეები მცხოვრები ამერიკის შეერთებულ შტატებში მწუხარებით და აღელვებით ვადევნებთ თვალ-ყურს რუსეთის აგრესიას სუვერენულ უკრაინაში. აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ გმირულად მეომარ უკრაინელ ხალხს და მის მთავრობას, რომელიც მედგრად იბრძვის თავისი ქვეყნის მიწა-წყლისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ბრძოლა ევროპისთვის, ბრძოლა საქართველოსთვის და ყველა თავისუფლების მოყვარე ერისთვის.
შეშფოებული და დამწუხრებული ვართ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით და მთავრობის ძალზედ სუსტი მხარდაჭერით ჩვენი მოძმე სახელმწიფოსთვის - უკრაინისთვის. კერძოდ დასავლური მოკავშირეების მიერ მიღებული დამატებითი სანქციების არ შეერთებაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან მიმართებაში. ასევე, საქართელოდან უკრაინაში დასახმარებლად წასვლის მსურველი მოხალისეებისთვის განკუთვნილი კერძო თვითმფრინავისთვის საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის უარის თქმით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოზიცია და განცხადება ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მიჯნავს მას დასავლური მოკავშირეებისგან და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და უშიშროებას.
მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს:
1. შეუერთდეს დამატებით დასავლურ სანქციებს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან მიმართებაში
2. საშუალება მიეცეს ჩვენს თანამემამულეებს მოხალისეებად წასვლის უკრაინაში ჩვენი მოძმე ქვეყნის დასახმარებლად
3. მივესალმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში დაუყოვნებლივ წევრობის მოთხოვნაზე და მივმართავთ ხელისუფლებას ასევე მოითხოვოს ნატოში დაუყოვნებლივი გაწევრიანება რუსეთის არსებული შემოჭრის, მთლიანად საქართველოს ოკუპირების და ანექსიის საფრთხის საფუძველზე
4. მოითხოვოს შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან და ნატოს სხვა წევრი ქვენყნებისგან თავდაცვითი საბრძოლო ერთეულები
5. გააძლიეროს კომუნიკაციები მსოფლიო მედია საშუალებებთან საქართველოსთვის არსებული საფრთხის შესახებ რუსეთის მხრიდან
ქართული დიასპორა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
To The Prime Minister of Georgia Mr. Irakli Garibashvili,
Undersigned Georgian diaspora members and the citizens of Georgia residing in the United States are witnessing the Russian aggression on sovereign Ukraine with great sadness. We express our irrevocable solidarity with the Ukrainian people and its government, who are fiercely fighting and defending their land, freedom, and democracy. This is not just a fight for Ukraine, but a fight for Europe, a fight for Georgia and all freedom-loving nations.
We are concerned and saddened by the decision of the Prime Minister of Georgia and the weak support of the government for our sister country - Ukraine. In particular, for not joining additional sanctions adopted by the Western allies against Russia concerning Ukraine. Also, for refusing the entrance to Georgian airspace for a charter plane delegated to volunteers wishing to leave Georgia to support Ukraine.
We believe that such a position and statement of the Georgian government harm the statehood of Georgia, separate us from Western allies and threaten the security and safety of our country and its citizens.
We appeal to the Prime Minister of Georgia:
1. Join additional Western sanctions against the aggressor Russia concerning Ukraine
2. Allow our compatriots to go to Ukraine as volunteers to help our sister country
3. We appreciate our government’s decision to request immediate membership in the European Union and urge to request immediate NATO membership on the basis of the threat of Russian invasion, annexation, and occupation of Georgia as a whole
4. Request defensive weapons from US Government and other NATO members
5. Strengthen communications with the world media about the threat to Georgia from Russia
Georgian Diaspora in the United States.