2003 წლის რევოლუციის მონაწილეები - ციხეში!

0 людей подписали. Следующая цель: 200


2003 წლის რევოლუციის  მონაწილეები - ციხეში!

მოვითხოვთ 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეების მიცემას სისხლის სამართლის პასუხისგებაში!

დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით, სამართლებრივად შესაძლებელია 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ ე.წ. „რევოლუციის“   მონაწილე „ამბოხებულების“, ანუ ე.წ. „რევოლუციონერების“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით,  დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები არ არის გასული.

ზემოთ აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

 

პირველი,

2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) თანახმად:

„ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.

 

დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის,  მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) თანახმად:

 

„ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.

 

როგორც ვხედავთ, 2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილი („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით არ შეცვლილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის („სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში“) პირველი ნაწილის თანახმად:

 

„ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს“.

 

განსახილველ შემთხვევაში, „ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა“ განსაზღვრულია  2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) რედაქციით, რომელიც არც დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით არ შეცვლილა, ანუ „ამბოხება“, ე.წ. „რევოლუცია“, დღეის მდგომარეობითაც კვლავ კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

მეორე,

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის („სისხლის სამართლის კანონის უკუძალა“) მე-3  ნაწილის თანახმად:

„თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბრის თვეში მოქმედი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილის („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) რედაქცია არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეის, 2016 წლის 8 ოქტომბრის, მდგომარეობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

მესამე,

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის („დანაშაულის კატეგორიები“) მე-4  ნაწილის თანახმად:

 

„განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ანუ ათ წელზე მეტი ვადით, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის („დანაშაულის კატეგორიები“) მე-4  ნაწილის თანახმად ეს დანაშაული მიეკუთვნება „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ კატეგორიას.

 

მეოთხე,

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე  მუხლის („სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“) პირველი  ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად:

 

 „პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა... ოცდახუთი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან“.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხებიდან“, ანუ ე.წ. „რევოლუციიდან“ გასულია 13 წელი, რაც 25 წელზე ნაკლებია, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე  მუხლის („სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, ანუ შესაძლებელია 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ ე.წ. „რევოლუციის“  მონაწილე  „ამბოხებულების“, ანუ ე.წ. „რევოლუციონერების“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

მოვითხოვთ 2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეების მიცემას სისხლის სამართლის პასუხისგებაში!

2003 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული  „ამბოხების“, ანუ  ე.წ. „რევოლუციის“, მონაწილეები - ციხეში!

 

კახაბერ როდინაძე

ადვოკატი

ბათუმი, აჭარა

8.10.2016



Cегодня Kakhaber рассчитывает на вас

Kakhaber Rodinadze нуждается в вашей помощи с петицией «президент Грузии, парламент Грузии: 2003 წლის რევოლუციის მონაწილეები - ციხეში!». Kakhaber и 187 участников этой кампании рассчитывают на вас сегодня.